Thursday 26 June 2014

რეფლექსიები

ტრენინგის პირველი დღე დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ:  გავეცანით ტრენინგის მიზანსა და შინაარსს და ძალიან მოგვეწონა. ამ ტრენინგის გავლის შემდეგ გადაწყდება ჩემი პრობლემა, რომელიც დაკაბშირებულია ჩემ მიერ ინტერნეტის გამოყენებასთან.
  ტრენინგზე წარმოდგენილი მასალის ათვისება ძალიან გამიადვილდა (ეს ტრენერის დამსახურებაა). იმედი მაქვს, მომავალ გაკვეთილებსაც ადვილად ავითვისებ.
   დღის ბოლოს გვქონდა ცოტა ტექნიკური შეფერხება, მაგრამ ტრენერი შეგვპირდა, მსგავსი პრობლემა აღარ იქნებოდა.
   სასიამოვნო იყო ჩემთვის უცნობი კოლეგების ნახვა და გაცნობა.

საინტერესო იყო ტრენინგის მეორე დღეც: შევქმენით ახალი ბლოგი - დავწერეთ ჩვენი შთაბეჭდილებები ტრენინგთან დაკავშირებით, ვნახეთ და გავეცანით უცნობი კოლეგების ვიდეოგაკვეთილებს. ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა.
    დღეს ინტერნეტმომსახურება უკეთესი გვქონდა...

ტრენინგის მესამე დღეს სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესი გავაგრძელეთ: სტანდარტების შესაბამისად დავწერეთ პროექტის მიზნები და ამოცანები. გარდა ამისა შევისწავლეთ ბუკლეტის გაკეთება და გამზადებული ბუკლეტების გამოყენება. ტრენინგი თანდათან საინტეესო ხდება, იმასაც მივხვდი რომ პროექტით სწავლება დიდ შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

მეოთხე დღის მიზანი, ძირითადად, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაანალიზება და მიმართულების მიმცემი საკვანძძო სიტყვების შედგენა იყო. ადვილად გავართვი თავი, ტრენერის დამსახურებაა (ღმერთმა მისცეს ძალა და ენერგია) ინტერნეტმომსახურება საუკეთესო გვაქვს...

ბუკლეტების განხილვით დაიწყო ტრენინგის მეხუთე დღე. 
შევისწავლეთ ბმულების გაკეთება. გაკეთებული ბუკლეტები ავტვირთეთ Drive-ზე და გავაზიარეთ( ჩემთვის საჭირო უნარი შევიძინე ვაშა!!!).
დავუბრუნდით ისევ პროექტზე მუშაობას. განვიხილეთ პროექტზე შეფასების რუბრიკები, გავაანალიზეთ ტრენერის ბლოგზე არსებული რამდენიმე პროექტის შეფასებები.

პროექტის მეექვსე დღეს კვლავ გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა: შეფასებების მონახაზი გავაკეთეთ და გავაანალიზეთ თითოეული მსმენელის შეფასებები. დავასრულეთ შეფასების ინსტრუმენტის მოკლე მონახაზი.
საბაზისო უნარ-ჩვევები ჩამოვაყალიბეთ.
ვიწყებთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შექმნაზე მუშაობას. აბა ჰე!....

შეფასებების ანალიზი გავაკეთეთ ტრენინგის მეშვიდე დღეს. Driv-ზე შეფასებებში გადავიტანე რამდენიმე ნიმუში - პრეზენტაციის, ბლოგის და ჯგუფური მუშაობის.
დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაზე მუშაობა.
გავაგრძელეთ გეგმის წერა - დიფერინცირებული სწავლება გავაანალიზეთ(სპეციალური საჭიროებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისთვის) , სასწავლო პროცედურების წერა დავიწყეთ...

ტრენინგის მერვე დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმა, ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაძე, სლაიდებზე ფაილების ატვირთვა ვისწავლეთ და კიდევ ერთხელ გადავხედეთ გეგმის თითოეულ პუნქრს. ძალიან საინტერესო დღე გვქონდა...

ტრენინგის მეცხრე დღე დავასრულეთ პროექტის პრეზენტაციით. ვისიამოვნე სხვების ნამუშევრების ხილვით.
ამ ტრენინგმა, შეიძლება ითქვას, ერთი ნაბიჟით წამწია წინ პროფესიული უნარების ამაღლების თვალსაზრისით. მე, როგორც სქემაში ჩართულ მასწავლებელს, დამეხმარება შემდგომ წინსვლაში... მართლა!
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს...